saqarTvelos qedebi - berWilis qedi
ქედი არაბიკის კარსტული მასივის ცენტრალური ნაწილის დასავლეთი განშტოება. მოქცეულია მდინარეების სანდრიფშისა (დასავლეთი) და ჟოეკვარას (აღმოსავლეთი) ხეობებს შორის. სიგრძე დაახლოებით 10კმ. სიმაღლე ზღვის დონიდან 2400 მ. აგებულია იურული და ცარცული კირქვებით. ახასიათებს რელიეფის კარსტული (უმთავრესად) და მყინვარული ფორმები. ბერჭილის ქედზე არის კარსტული უფსკრულები (ვახუშტი ბაგრატიონის, კრუბერის, მარტელის, გიუზელის), მღვიმეები (ვიწრო, გელგელუკისა, ქარაფისა) და ჭები (ორთაბალაგანის, ქვემო გელგელუკის). ჰავა ზღვის სუბტროპიკული ნოტიო გრილი ზაფხულით. ქედი დასერილია მთის მდინარეთა კანიონებით. ჭარბობს ნეშომპალა - კარბონატული ნიადაგები. კალთებზე ქვევით შერეული ტყეებია, ზევით - სუბალპური მდელოები.